გამონაბოლქვით გამოწვეული პრობლემები

21:51, 01.08.2025

ტრანსპორტის გამონაბოლქვის არასაკმარისი კონტროლი გამოწვევად რჩება.

კანონის გამკაცრების მიუხედავად, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები საკმაოდ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. ყველაზე მძიმე სურათი თბილისშია. ვიზუალურად ხილულ გამონაბოლქვზე ზედამხედველობა გარემოს სააგენტოს შესაბამის სამსახურს ევალება – სპეციალური ჯგუფები დიდ ქალაქებში პატრულირებენ და გამონაბოლქვის დაფიქსირების შემთხვევაში ჯარიმებს წერენ. თუმცა სპეციალისტები კონტროლის მექანიზმებს არასაკმარისად მიიჩნევენ. პრობლემად სახელდება ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას გამოვლენილი ხარვეზებიც.

მსგავსი