გამოკვლევები დევნილებისთვის

იმერეთის რეგიონში აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

სამედიცინო აქციაში თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმებმა მიიღეს მონაწილეობა. სპეციალისტებს შორის იყვენენ ოჯახის ექიმი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, პედიატრი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, ქირურგი, დერმატოლოგი, გინეკოლოგი და უროლოგი. ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ პაციენტებს საჭიროების შესაბამისად გულის ეკოსკოპია, მუცლის ღრუს ელექტროკარდიოგრამა, სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის განსაზღვრა და „ცე“ ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდათ. ასევე, ექიმის დანიშნულების მიხედვით, ბენეფიციარებს მედიკამენტები გადაეცათ.