გამოკითხვებზე დაბარება

20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე საგამოძიებო უწყება კიდევ სამი პოლიტიკოსის გამოკითხვას გეგმავს. ესენი არიან გიგი უგულავა, გიორგი ბარამიძე და ირაკლი ოქრუაშვილი. ოქრუაშვილი საქართველოში არ იმყოფება, უგულავა კი ქვეყნიდან რამდენიმე დღით აპირებს გამგზავრებას. დიდი ალბათობით, სამივე მათგანი მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება, რადგან პოლიტიკოსები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლას არ აპირებენ. ამიტომ, გახარიას უწყება მათი გამოკითხვის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს. უკვე ცნობილია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერებს მოწმის სახით იბარებენ განსხვავებით ნიკა მელიასგან, რომელსაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზება-მონაწილეობაში ედება ბრალი. ამავე საქმეზე მოუწევთ უგულავა-ბარამიძე-ოქრუაშვილსაც გამომძიებელთა კითხვებზე პასუხების გაცემა.