გამოკითხვები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში

პირველი არხის ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ საგამოძიებო უწყება რამდენიმე წუთის წინ დატოვა. მან მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით გამოძიების შეკითხვებს უპასუხა. ირაკლი გედენიძემ 30 ნოემბერს აქციაზე მუშაობისას პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მიიღო დაზიანება. კადრები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. მანამდე კი გამოკითხვაზე იმყოფებოდა ასევე პირველი არხის ფოტოგრაფი მირიან მელაძე. მას გაურკვეველი საგანი მოხვდა ფეხში ასევე აქციაზე მუშაობის დროს. გამომძიებლების შეკითხვებს ის ორ საათზე მეტ ხანს პასუხობდა. მომხდარზე დანიშნულია ექსპერტიზა.