პროკურატურაში გამოკითხვები მიმდინარეობს საბოტაჟის მცდელობის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით.
ლევან ნიკოლეიშვილი პასუხობს უვე სამი საათია გამოძიების შეკითხვებს. ის „ნეიტრალური საქართველოს” კიდევ ერთი წევრია, რომელიც გამოიკითხა. სწორედ „ნეიტრალური საქართვლოს“ განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. დაკითხვამდე ნიკოლეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ უცხოური დონორი ორგანიზაციები, მათ შორის „იუესეიდი“ საქართველოში აფინანსებდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას და ქვეყნის სტაბილურობისა და სიმშვიდის წინააღმდეგ ქმედებებს. მისივე თქმით, ხელთ აქვთ მტკიცებულებები, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა საჯარო განცხადებები, ასევე, მათ მიერ არასაჯარო წყაროებიდან მოპოვებული დოკუმენტაცია, რომელიც აღნიშნულ ბრალდებებს ამყარებს, თუცა კონკრეტიკისგან თავი შეიკავა. აღნიშნული დანაშაული 5-დან 10 წლამდე და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ საქმეზე ჯერ მხოლოდ „ნეიტრალური საქართველოს“ წევრები იკითხებიან. გამოძიების შეკითხვებს უპასუხეს ნანა კაკაბაძემ და ვატო შაქარიშვილმა.