ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების და ესკალაციის შესაძლო საფრთხე. სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხზე პროკურატურაში, საქართველოს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრე ტაბატაძე გამოიკითხა.
ტაბატაძემ გამოკითხვაზე შესვლამდე მედიის კითხვებს უპასუხა. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით, თავის დროზეც ჰქონდათ შესაბამისი რეაქცია. ამავე საკითხთან დაკავშირებით პროკურატურაში, ასევე დაბარებულია კახი კახიშვილი.