გამოკითხვები მარტვილში

მარტვილში გამოკითხვები გრძელდება. სალხინოს მამათა მონასტრის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში მომხდარი ინციდენტისას დაშავებულ მამა ანანია კალანდიას ექსპერტიზა ჩაუტარდა. მას თავის არეში აქვს დაზიანება. სასულიერო პირი ამბობს, რომ არ სურს არავის დასჯა, თუმცა, თავდამსხმელს მონანიებას სთხოვს. მისი თქმით, გუშინდელ ინციდენტში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, გუშინ ხუთი პირი უკვე გამოიკითხა. გრძელდება ინციდენტში მონაწილეთა იდენტიფიცირება. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს.