გამოკითხვა უსაფრთხოების სამსახურში

18:14, 03.12.2025

დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში BBC-ის მასალასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, მიხეილ ზაქარეიშვილი გამოიკითხა, რომელმაც კოტე ჩახუნაშვილის სამეცნიერო კვლევაში მიიღო მონაწილეობა. ზაქარეიშვილი სუს-ში ერთ საათზე მეტ ხანს იკითხებოდა. გამოსვლის შემდეგ კი აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაინტერესდნენ, როგორ მოხვდა ის კვლევაში, ვინ ჩაუტარა, ასევე დაინტერესდნენ სხვადასხვა საკითხით, რაზეც, როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებული პასუხი არ ჰქონია.

მსგავსი