გამოკითხვა უსაფრთხოების სამსახურში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საბოტაჟის მუხლით დაწყებულ საქმეზე გამოკითხვები გრძელდება.

უწყებაში დღეს დაბარებულ პირებთან გამოძიებას კითხვები ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში კორონავირუსის თემასთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტზე აქვს. სუს-ის შენობა უკვე დატოვა მარნეულში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, გივი ქველაძემ. გამოკითხვაზე იმყოფებოდა ჟურნალისტი, ნინო ჭელიძე, რომელსაც კითხვები „ფეისბუქის“ სტატუსთან დაკავშირებით დაუსვეს. სუს-ში დღესვე დაბარებულია რესპუბლიკური პარტიის წევრი, ხათუნა სამნიძე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ტელეკომპანია „მთავარი არხის“ სიუჟეტში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაიწყო. უწყების ინფორმაციით, 2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „შაბათის მთავარში“ გავიდა სიუჟეტი, რომელიც მოსახლეობის დეზინფორმირების მიზნით სიცრუეზეა აგებული.