სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, არეულობის მოწყობის საქმეზე გამოკითხვები გრძელდება. გამომძიებლების შეკითხვებს ამჯერად USAID-ის სამოქალქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მენეჯერი პასუხობს. ანა წურწუმია-ზურაბაშვილის თქმით, აღნიშნული ტრენინგი ოთხჯერ ჩატარდა საქართველოში, ის ოთხჯერვე დაესწრო სწავლებას და ძალადობრივი მოწოდებები არ ყოფილა.