გამოკითხვა სუს-ში

ოპოზიციის 31 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვები გრძელდება.

არსებული ინფორმაციით, სუს-ში დღეს ოპოზიციის ათამდე აქტივისტია დაბარებული. ცოტა ხნის წინ, უწყებაში არჩევნების დამკვირვებელი აკაკი გურჯიშვილი მივიდა. მისი თქმით, ის არჩევნების დღეს სამგორის 41-ე უბნის გარე პერიმეტრს აკვირდებოდა.

ხათუნა გაგნიძე განავრცობს თემას.