გამოკითხვა სუს-ში

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დევი ჭანკოტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება.

ჯერ უცნობია რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. როგორც ცნობილია, საქმე ეხება საარჩევნო პროცესში ჩართულ ვეტერანებს, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერდნენ მხარს და არჩევნების დღეს მობილიზებულები იყვნენ, მათ შორის ბოლნისში. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ვეტერანის ავტომობილიდან ამოღებულია ელექტროშოკი და ძიებაც ამას უკავშირდება.

ხათუნა გაგნიძე დეტალებით.