გამოკითხვა სუს-ში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვა ისევ გრძელდება. ჰქონდა თუ არა ადგილი ზუგდიდის მერიაში კორუფციულ გარიგებებს – ეს არის მთავარი კითხვა, რაზეც პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. საგამოძიებო უწყებას ინფორმაცია დღეს ორგანიზაცია დაიცავი საქართველოს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კახა მიქაიამ მიაწოდა, ამის შემდეგ კი გამოკითხვაზე ზუგდიდის ყოფილი მერი და ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია შევიდნენ.