გამოკითხვა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მედიის წარმომადგენლების გამოკითხვები გრძელდება. საგამოძიებო სამსახურში დღეს საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი თეონა ხუბულავა, ასევე, ოპერატორები – ბადრი გამრეკელაშვილი და ლევან ქართველიშვილი გამოიკითხნენ. ისინი 2 დეკემბერს, აქციის გაშუქების დროს დაშავდნენ. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით დაიბარეს საქართველოს პირველი არხის თანამშრომლები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.