გამოკითხვა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში

12:12, 11.12.2024

უკვე ერთ საათია გამოკითხვაზე იმყოფება პირველი არხის ფოტოგრაფი მირიან მელაძე. ის რუსთაველის მიმდებარედ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაშავდა. საქმე ეხება 30 ნოემბერს, გამთენიისას აქციაზე მომხდარ შემთხვევას. მას პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს ფეხში გაურკვეველი საგანი მოხვდა.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მედიის წარმომადგენლისთვის პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლასა და მასზე თავდასხმის შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს.

მსგავსი