გამოკითხვა შსს-ში

შინაგან საქმეთა სამინისტროში დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მეუღლე და რძალი  გამოკითხვაზე იმყოფებიან.

საქმე ეხება შსს-ს მიერ დაწყებულ გამოძიებას, რომელიც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე მიმდინარეობს. გამოკითხვა სწორედ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას უკავშირდება.

დეპუტატ ჭიჭინაძის მეუღლე საგამოზიებო უწყებაში დღეს პირველად დაიბარეს, მისი რძალი კი გამოკითხვაზე უკვე მეორედ იმყოფება. დავით ჭიჭინაძის ოჯახის წევრებმა საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე მედიასთან ურთიერთობა არ ისურვეს.

დატოვე კომენტარი