გამოკითხვა სასამართლოში
საბოტაჟის საქმეზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე, ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებელი, ქრისტინა ბოტკოველი, იგივე ნენსი ვოლანდი დაიკითხა. გამოკითხვის დასრულების შემდეგ, საქალაქო სასამართლოს ეზოში მხარეებმა კომენტარები გააკეთეს. პროკურორის განცხადებით, საპროტესტო აქციების პერიოდში სწორედ ჯგუფ „დაიტოვეს“ მეშვეობით ხდებოდა ფინანსური რესურსების მოძიება. ასევე კეთდებოდა არაკანონიერი მოწოდებებიც. ქრისტინა ბოტკოველის მიმართ კი იყო კითხვები – ჰქონდა თუ არა მას აღნიშნულზე ინფორმაცია, მათ შორის კითხვები დაისვა იმაზეც, რომ თავად ჯგუფის ადმინისტრატორს ჰქონდა მოწოდებები ამბოხისა და დაუმორჩილებლობის შესახებ. ადვოკატისა და თავად ნენსი ვოლანდის თქმით კი, ჯგუფი „დაიტოვეს“ დამფუძნებლის დაკითხვა საპროტესტო აქციებში მონაწილე ადამიანების დაშინების მცდელობაა.