თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე, საბოტაჟის საქმეზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ფონდ „ერთმანეთისთვის 24/7-ის“ დამფუძნებელი გუგა ხელაია გამოიკითხა. გამოძიებას მასთან კითხვები ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით ჰქონდა. გამოკითხვის შემდეგ ხელაიამ მედიასთან საუბარი არ ისურვა. პროკურორის თქმით, გუგა ხელაიამ დაადასტურა ბრალდებულებისთვის ჯარიმების გადახდის ფაქტი, თუმცა, მას შემდეგ, რაც დააიდენტიფიცირა, რომ აქციებმა პოლიტიკური ხასიათი მიიღო, ჯარიმების გადახდა შეწყვიტა.