გამოკითხვა სასამართლოში
არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვები გრძელდება. ცოტა ხნის წინ, მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა ისფედის დირექტორის მოადგილე ლევან ნატროშვილი, მანამდე კი გამოძიების კითხვებს თბილისის საქალაქო სასამართლოში უპასუხა საია-ს თავმჯდომარემ. ნონა ქურდოვანიძემ დღეს სასამართლოში საია-ს მიერ არჩევნების დღეს დაწერილი საჩივრები წარადგინა. საქმის პროკურორის თქმით, ქურდოვანიძმემ დღეს ვერ წარმოადგინა კონკრეტული ფაქტები, თუ რა ნაწილში მოხდა არჩევნების გაყალბება და მხოლოდ საჯაროდ გავრცელებულ წყაროებზე დაყრდნობით ისაუბრა.