გამოკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში
ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამომძიებლების კითხვებს გენერალ-მაიორი ვახტან კაპანაძე პასუხობს. ის უწყებაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს, რომელიც სხვადასხვა პირების მიერ ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციებს იკვლევს. მათ შორის არის ვახტანგ კაპანაძეც. გენერალ-მაიორმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, რომ ირანის დარტყმის ობიექტი შესაძლოა ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის საქართველოს მონაკვეთიც გახდეს, რადგან ეს ყველაზე დაუცველი მონაკვეთია.