გამოკითხვა ქვემო ქართლის პროკურატურაში

ქვემო ქართლის პროკურატურაში ძალადობაში დადანაშაულებული პოლიციელების ამოცნობის პროცედურა მიმდინარეობს.

საგამოძიებო უწყებაში 16 წლის მოზარდი იმყოფება, რომელიც ცემაში, არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში ბოლნისის პოლიციის 10-მდე თანამშრომელს სდებს ბრალს.

როგორც დაზარალებულის ადვოკატი ფრიდონ სიხუაშვილი აცხადებს, ამოცნობაზე იმყოფება სამი სამართალდამცავი. მოზარდმა უკვე ამოიცნო ერთი პოლიციელი, რომელიც მისი თქმით, ბოთლით გაუპატიურებით აშინებდა.

16 წლის მოზარდი ბოლნისის პოლიციამ ორი თვის წინ ქურდობის ბრალდებით დააკავა. როგორც დაზარალებული მხარე აცხადებს, პოლიციელები მოზარდისგან თანამზრახველების დასახელებას ითხოვდნენ, რა დროსაც მას სასტიკად გაუსწორდნენ.