გამოკითხვა რუსთავის პოლიციაში

ორ საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა საქართველოს პირველი არხის ფოტორეპორტიორის გამოკითხვა ქვემო ქართლის პოლიციაში. მირიან მელაძემ საგამოძიებო უწყების ყველა კითხვას უპასუხა. მისი თქმით, პოლიცია დეტალურად დაინტერესდა, თუ რა მოხდა 17 მაისს დმანისში, სადაც საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტორეპორტიორს  ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.

მოამბე

დატოვე კომენტარი