უკვე საათზე მეტია რაც პროკურატურაში ნანუკა ჟორჟოლიანის გამოკითხვა მიმდინარეობს. როგორც შესვლამდე ჟურნალისტმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, მას ჰქონდა არჩევანი, რომ გამომძიებლის კითხვებზე პასუხი, მაგისტრი მოსამართლის წინაშე გაეცა, თუმცა ჟორჟოლიანის განმარტებით, მან პროკურატურაში მისვლა გადაწყვიტა, რადგან მისივე თქმით – მორალური უპირატესობა მის მხარეს არის და მას თავად აქვს კითხვები, მათ შორის გამომძიებლებთან, პროკურატურის ყოფილ ხელმძღვანელთან, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით. ნანუკა ჟორჟოლიანის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, მზად არის გამოძიების კითხვებს უპასუხოს. შეგახსენებთ, რომ პროკურატურა სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლით აწარმოებს გამოძიებას, მათ შორის არის: საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას.