გამოკითხვა პროკურატურაში

ფარული ფაილების საქმეზე გამოძიება გრძელდება. პროკურატურაში გამომძიებლების შეკითხვებს „ფორმულას“ ჟურნალისტმა უპასუხა. ქეთი ნადიბაიძემ უწყება რამდენიმე წუთის წინ დატოვა. დღეს სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლების გამოკითხვაცაა დაგეგმილი. ვინ და ვისი დავალებით ჩაიწერა და გაავრცელა მასალა, რომელიც შესაძლოა, სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ასახავდეს, – ამ კითხვების გარდა, გამოძიებამ ასევე უნდა დაადგინოს, არის თუ არა აღნიშნული ფაილები ავთენტური.