გამოკითხვა პოლიციაში

არის თუ არა დაკავებული ლერი სულაბერიძეზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი. „დინამოს“ ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა ვაკის პოლიცია გამოკითხვის შემდეგ, ცოტახნის წინ, დატოვა. ლერი სულაბერიძემ მედიასთან განაცხადა, რომ პირი, რომლის სახელი და გვარიც მას სამართალდამცავებმა დაუსახელეს, მისთვის უცნობია. სულაბერიძის განმარტებით, ის ამოცნობაზე არ ყოფილა, შესაბამისად, არ იცის, არის თუ არა ვინმე მომხდარზე დაკავებული.

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს და „დინამოს“ ყოფილ ვიცეპრეზიდენტს წყნეთის გზაზე ღამით ხუთჯერ ესროლეს. მის მანქანაზე უკვე ჩატარდა ექსპერტიზა. შსს-ის ცნობით, საქმეზე გამოძიება მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.