გამოკითხვა პოლიციაში

მალხაზ ვანიშვილმა, რომელმაც ერთი თვის წინ დე-ფაქტო რეჟიმს მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიმართა, ოკუპირებული ტერიტორია დატოვა.

მალხაზ ვანიშვილი სოფელ ხურვალეთის ოკუპირებული ნაწილიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა. ის ამ წუთებში ხურვალეთის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება. მალხაზ ვანიშვილმა საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. მოქალაქეობის მიღების თხოვნით ერთი თვის წინ მიმართა. საოკუპაციო რეჟიმმა ვანიშვილი მეუღლესთან ერთად ერთი თვის წინ დააკავა, როდესაც ისინი სოფელ ხურვალეთში, ოკუპირებულ მხარეს ბაბუასთან  გადავიდნენ. ორკვირიანი საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ, მალხაზ ვანიშვილის მეუღლე, თათია ადიკაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ცენტრალურ ხელისუფლებას გადმოსცა.