გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით

18:22, 05.09.2025

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი, თამთა მიქელაძე გამოიკითხა. მიქელაძის თქმით, ძირითადი კითხვები 2024 წლის აქციებს და მის განცხადებებს ეხებოდა. მისივე განმარტებით, ყველა ნივთი ორგანიზაციამ თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის შეიძინა. პროკურორის განცხადებით, მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში, გარდა იმისა, რომ მიქელაძე მოწოდებებს აკეთებდა, მას პროტესტისთვის ფინანსური დახმარებაც აქვს გაწეული. შეგახსენებთ, საქმე ეხება გენერალურ პროკურატურაში საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას.

მსგავსი