არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვები გრძელდება, ცოტა ხნის წინ, მაგისტრის მოსამართლის წინაშე საგამოძიებო უწყების კითხვებს არასამთავრობო ორგანიზაციის „ღია სივრცე -კავკასიის“ თავმჯდომარე, ირმა პავლიაშვილი პასუხობდა. ამ წუთებში კი „დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის“ თავმჯდომარის, თამარ ხიდაშელის გამოკითხვა მიმდინარეობს.
როგორც გამოკითხვაზე შესვლამდე ირმა პავლიაშვილმა განაცხადა, ის აპირებდა გამოძიებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია იმ შესაძლო გაყალბების ფაქტებთან დაკავშირებით, რაც მისმა ორგანიზაციამ არჩევნების დღეს საჩივრების სახით დააფიქსირა.