თითქმის ერთი საათი პასუხობდა მაგისტრი მოსამართლის წინაშე კითხვებს მალხაზ მაჩალიკაშვილი. ის აცხადებს, რომ გამოძიებას კითხვები ჰქონდა მის პოსტებსა და კომენტარებზე სოციალურ ქსელში. უფლებადამცველის თქმით, საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ადევს. მაჩალიკაშვილი მიიჩნევს, რომ მის პოსტებში მუქარის შემცველი ტონი არ შეინიშნება.