გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი იკითხებიან.
პოლიტიკოსები გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიბარა, თუმცა მათ კითხვებზე პასუხის გაცემა მოსამართლის თანდასწრებით ისურვეს. სასამართლოში გამოკითხვაზე გუშინ უკვე იმყოფებოდა გუბაზ სანიკიძე. დაბარებულებს შორის არის გივი თარგამაძეც, რომელიც ქვეყანაში არ იმყოფება.
რა კითხვები აქვს გამოძიებას ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან და როგორია მათი პოზიცია – ნათია ქენქაძე დეტალებით.