გამოკითხვა გენერალურ პროკურატურაში
საქართველოს პროკურატურამ 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საგუშაგოს გახსნის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით, დღეს პროკურატურაში რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს მაია ცქიტიშვილს ელოდებიან, რომელიც ჩვენი ინფორმაციით პროკურატურაში უკვე მივიდა. აქამდე გამოიკითხა რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი. პროკურატურაში გამოკითხეს სუს-ის მაშინდელი ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური და მისი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახი კახიშვილი.