გამოკითხვა გენერალურ პროკურატურაში
ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. ცოტა ხნის წინ დასრულდა საგამოძიებო უწყებაში ჩორჩანას მკვიდრის, არჩილ ლომიძის გამოკითხვა. დღესვე პროკურატურაში ელოდებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს, მაია ცქიტიშვილს. მანამდე კი სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხზე პროკურატურაში გამოჰკითხეს სუს-ის მაშინდელი ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე და მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახი კახიშვილი.
ანა ბროლაძე გენერალური პროკურატურიდან.