გამოკითხვა გენერალურ პროკურატურაში

12:15, 17.06.2025

ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. საგამოძიებო უწყებაში დღეს დაბარებულები არიან რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და სოფელ ჩორჩანაში მცხოვრები არჩილ ლომიძე. მანამდე კი, სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხზე პროკურატურაში უკვე გამოჰკითხეს სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე და მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, კახი კახიშვილი. პარალელურად, სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს გიორგი გახარია.

ანა ბროლაძის ჩართვა გენერალური პროკურატურიდან.

მსგავსი