გამოკითხვა ფარული მასალების გავრცელების საქმეზე

შინაგან საქმეთა სამინისტროში, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული მასალის გავრცელების საქმეზე გამოკითხვები გრძელდება. უწყებაში დეპუტატ დავით ჭიჭინაძის ოჯახის წევრს, თამაზ იორაშვილს კითხავენ.  თავად დეპუტატმა გამომძიებლების შეკითხვებს გუშინ უპასუხა. ჭიჭინაძის თქმით, სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ჩანაწერი მისი ოჯახის წევრებმა სოციალური ქსელით მიიღეს.

გამოძიება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის პირადი ან ოჯახური საიდუმლოების გამჟღავნების ფაქტზე მიმდინარეობს.