გამოკითხვა დიღმის მთავარ სამმართველოში

ჯგუფ დაიტოვეს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ილია ღლონტმა დიღმის მთავარი სამმართველო რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა. სამოქალაქო აქტივისტის გამოკითხვას წინ უძღოდა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. მისი ადვოკატის განცხადებით, ილიას სახლში ჩხრეკა სასამართლო განჩინების საფუძველზე დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ღლონტი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის მიზნით იქნა გადაყვანილი. ადვოკატის თქმით, გამოკითხვის შინაარსი მიმდინარე აქციებს ეხებოდა. კიდევ ერთი პირი, რომლის სახლშიც გუშინ ჩხრეკა ჩატარდა, ჯგუფის დამფუძნებელი, ქრისტინე ბოტკოველი, იგივე ნენსი ვოლანდი იყო. მისი ადვოკატის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებაშია დაბარებული ნენსის დედა, რომელიც გამოკითხვაზე უფლებადამცველთან ერთად აპირებს მისვლას.