გამოხმაურებები შაქარაშვილის საქმეზე 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე და ექსპერტიზის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაზე შეფასებები გააკეთეს პოლიტიკოსებმა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ექსპერტიზის დასკვნამ დაადასტურა მედიაში გავრცელებული ვერსიები და ახლა გამოძიების დასასრულის მოლოდინში არიან. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ გამოძიების ობიექტურად წარმართვაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვთ. მათი თქმით, ტრაგედიის პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.