პოლიტიკური სპექტრი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ეხმაურება. „პალიტრასთან“ ინტერვიუში პრეზიდენტმა სასამართლო სისტემის შესახებ ილაპარაკა. სახელმწიფოს მეთაური ნეგატიურად აფასებს მდგომარეობას, რომ სასამართლო სისტემაზე ქვეყანას პარტნიორები რეფორმების აუცილებლობაზე ელაპარაკებიან. პრეზიდენტმა ნიკა გვარამიას დაკავებაც შეაფასა და თქვა, რომ გადაწყვეტილება არ იყო დროული. სალომე ზურაბიშვილი ინტერვიუში ევროინტეგრაციაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამ კონტექსტში აკრიტიკებს როგორც მმართველ „ქართულ ოცნებას“, ისე ოპოზიციურ პარტიებს. უცვლელია სალომე ზურაბიშვილის პოზიცია მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე, თუმცა პრეზიდენტი ამბობს, რომ მსჯავრდებულს უნდა გაეწიოს აუცილებელი მკურნალობა, რაზეც სახელმწიფოა პასუხისმგებელი.