გამოხმაურებები „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე

12:39, 11.11.2021

ოპოზიცია პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს. პოლიტიკური ლიდერები აცხადებენ, რომ დაგეგმილი აქციები მშვიდობიანი იქნება და კონსტიტუციურ ჩარჩოებს არ გაცდება. ქუჩის აქციებს ოპოზიციის მეორე ნაწილი არ იზიარებს და არ უერთდება. მმართველი გუნდის შეფასებით კი, ოპოზიციის გეგმებმა არ გაამართლა და ოპონენტებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მანიპულირებით, მხარდამჭერების მობილიზება და რევოლუციური სცენარის განხორციელება სურდათ.

მსგავსი