გამოხმაურებები ირაკლი კობახიძის ინტერვიუზე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინტერვიუს დღეს პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ. ოპოზიცია ამბობს, რომ ინტერვიუს მოსმენის შემდეგ მათ განუმტკიცდათ მოსაზრება, რომ ხელისუფლება ოპონენტებს დევნის, ქვეყანაში ფარული ჩანაწერები ისევ კეთდება და სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. ოპოზიციის ბრალდებებს დღეს საკუთარი არგუმენტებით უპასუხეს უმრავლესობის წარმომადგენლებმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა.