გამოხმაურებები არასამთავრობო ორგანიზაციების წერილზე
ლევან მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ „რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გამართული აქციებისა და საზოგადოებაზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი აგენტურულ ოპოზიციას, მათთან აფილირებულ არასამთავრობო სექტორსა და აქტივისტებს“. მაჭავარიანის შეფასებით, „აღნიშნული ჯგუფები წლების განმავლობაში ცდილობენ, რომ საკუთარი დღის წესრიგი მოქალაქეებს თავს მოახვიონ და მათ შორის განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანებზე ფსიქოლოგიურად იძალადონ“. მისივე თქმით, „ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რათა აღარ მიეცეთ შესაძლებლობა აგენტებსა და ფსევდოლიბერალებს, რომ ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ამყოფონ საქართველოს მოქალაქეები“.