გამოხმაურებები არასამთავრობო ორგანიზაციების წერილზე

18:09, 22.08.2026

ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის წარმომადგენელთა ერთობლივი განცხადება, სადაც ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ „ქართული ოცნებისა“ და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების მხრიდან კოორდინირებული კამპანია უმძიმესი შედეგების მომტანია ქვეყნისა და მისი თითოეული მოქალაქისთვის. საუბარია ტერმინ „რუსოფობიის“ გამოყენებასა და დამკვიდრებაზე. ერთობლივ განცხადებაში ისინი მოუწოდებენ საქართველოს მოქალაქეებს, საზოგადოებრივ ჯგუფებს, პოლიტიკურ თუ პროფესიულ გაერთიანებებს – გააცნობიერონ მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბი. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებას დღეს უმრავლესობაში კიდევ ერთხელ უპასუხეს.

მსგავსი