გამოხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ მასალაზე

ქართული მხარე დეზინფორმაციას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, საქართველომ აზერბაიჯანის მიმართულებით სამხედრო შეიარაღება გაატარა. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით მხოლოდ სამოქალაქო ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება. ქართული მხარე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ დაპირისპირებულ მხარეებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისაკენ მოუწოდებს და ამისათვის მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლებს თბილისში მასპინძლობას სთავაზობს.