გამოხმაურება შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე

შესაძლო სამთავრობო ცვლილებების საკითხს კანონმდებლები ეხმაურებიან. დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის ხელმძღვანელი უნდა გადადგეს, რადგან მისი განმარტებით, მამუკა ბახტაძემ ამ პოზიციაზე მუშაობის რესურსი უკვე ამოწურა. გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ  წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკონომიკური კუთხით პრობლემები კიდევ უფრო გაძლიერდება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ძირეულ სამთავრობო ცვლილებებზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს.