გამოხმაურება საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაზე

მთავრობის ინიციატივას კოვიდ-ვაქცინაციის შემდეგ ე.წ. კოვიდ-უსაფრთხო ობიექტებად დასახელების შესახებ, სტუმარ-მასპინძლობის სექტორის  წარმომადგენლები ეხმაურებიან.

როგორც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, ვაქცინაცია მნიშვნელოვანია და მათ დაწესებულებაში თანამშრომლების სურვილზე იქნება დამოკიდებული. მათი თქმით, თუ დაწესებულება კოვიდ-უსაფრთხო ობიექტად გამოცხადდება, სახელმწიფომ მათ გარკვეული რეგულაციებიც უნდა შეუმსუბუქოს, რომ ტურიზმის სექტორისთვის კიდევ ერთი სეზონი არ ჩავარდეს.

დატოვე კომენტარი