გამოხმაურება საკონსტიტუციო სარჩელზე
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და „ლიბერალების და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ ეხმაურებიან.
სარჩელის უკან გაწვევა, დემოკრატიის გზისკენ დაბრუნება, სამართლიანი სასამართლოს უფლების სრული პატივისცემა – ეს იმ მოთხოვნათა ჩამონათვალია, რასაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი მმართველ გუნდს მოუწოდებს. რაც შეეხება ALDE-ს („ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“), მათი თქმით, „ქართული ოცნება“ თავის ავტორიტარულ რეპრესიებს კიდევ უფრო აღრმავებს და ევროკავშირმა ამას პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს. აღნიშნული მოწოდებები შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში.