გამოხმაურება პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მსჯავრდებული სასულიერო პირის არშეწყალებაზე, საპატრიარქოში გამოეხმაურნენ. მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქოსთვის დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლება მნიშვნელოვანი და სასურველი იქნებოდა თუნდაც იმიტომ, რომ დასრულდებოდა ამ საკითხით სპეკულირება. საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე წმინდა სინოდის მიმართვის შესახებაც ისაუბრა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება გიორგი მამალაძის ძმაც. მისი განცხადებით, პრეზიდენტს არ მიუღია დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალებაზე უარი, პირად საუბარში, პატრიარქმა უთხრა. საკითხზე დღეს შეფასებები პოლიტიკურ სპექტრშიც გაკეთდა.