გამოხმაურება ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატების წარდგენაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რეგიონებში მერობის კანდიდატების წარდგენას პოლიტიკოსები ეხმაურებიან. მათ მხარს არ უჭერს „სტრატეგია აღმაშენებელი“. პარტია საკუთარი წარმომადგენლების დაყენებას ყველა დიდ ქალაქში გეგმავს, რომლებსაც მიმდინარე თვეში დაასახელებენ.

„მოქალაქეების“ წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დასახელებულ კანდიდატებს, გამარჯვების შესაძლებლობა არ აქვთ.