გამოხმაურება ლუკ კოფის განცხადებაზე

თბილისში „ჰერითაჯის ფონდის“  მკვლევარ ლუკ კოფის შეთავაზებას აფასებენ.

მკვლევარმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კარგი იქნება თუ სირიიდან გასული ამერიკელი სამხედროები საქართველოში, ახალქალაქში ძველ რუსულ ბაზაზე განთავსდებიან. ჰოფი მიიჩნევს, რომ  ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ აღდგენის შემთხვევაში, ამერიკელი სამხედროები ასე სწრაფ რეაგირებას შეძლებენ.

შეთავაზებას კრიტიკული შეფასებები მოჰყვა ოპოზიციის ნაწილის მხრიდან. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს, ნინო ბურჯანაძეს იმედი  აქვს, რომ  ეს თემა ოფიციალურ დონეზე არ განიხილება. ლუკ კოფის მოსაზრებებს გულშემატკივრის პოზიციიდან ნათქვამად მიიჩნევენ საპარლამენტო უმრავლესობაში, სადაც აცხადებენ, რომ მსგავსი რამ ოფიციალურ დონეზე არ განიხილება და ეს მხოლოდ ერთი ექსპერტის მოსაზრებაა.