გამოხმაურება კელი დეგნანის განცხადებაზე

პოლიტიკური სპექტრი გენერალურ პროკურატურაში გამართული შეხვედრის შემდეგ, შეერთებული შტატების ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ  გენერალური პროკურატურა მზადაა, აიღოს პასუხისმგებლობა, რომ საარჩევნო პროცესის მიმართ ამომრჩევლებს ჰქონდეთ სრული ნდობა. ოპოზიციის შეფასებით, ამით პროკურატურამ წინასაარჩევნოდ ერთგვარი გაფრხილება მიიღო, რომ სხვა არჩევნებისგან განსხვავებით არ ჩაერიოს პროცესში. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაში ერთ-ერთ მთავარ როლს სწორედ გენერალური პროკურატურა შეასრულებს.