გამოხმაურება „ფეისბუქის“ გადაწყვეტილებაზე

არ წყდება პოლიტიკური კომენტარები „ფეისბუქის“ ადმინისტრაციის გადაწყევტილებაზე, რომლის შედეგადაც სოციალურმა ქსელმა საკუთარი პლატფორმიდან და „ინსტაგრამიდან“ საქართველოში შექმნილი 418 არაავთენტური ანგარიში წაშალა.

„ფეისბუქის“ ინფორმაციით, საუბარია ყალბ ანგარიშებზე, ჯგუფებსა და გვერდებზე, რომელთა უკან მდგომი პირებიც ერთმანეთთან კოორდინაციით ქმნიდნენ ქსელს და ცდილობდნენ, შეცდომაში შეეყვანათ ადგილობრივი აუდიტორია, მათი ვინაობისა და საქმიანობის შესახებ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ მმართველი პარტია ამ კუთხით სოლიდურ თანხას ხარჯავს.

ბრალდებებს არ იღებენ „ქართულ ოცნებაში“ და პირქით, სოციალური ქსელებით მანიპულაციაში  პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებენ.